Saturday, March 19, 2011

გაზაფხული



1.პროექტის სახელწოდება:გაზაფხული.


2.პროექტის მთავარი იდეა (თემა)1–2 წინადადებით:მოსწავლეები გაერკვნენ წელიწადის დროებში. აღწერონ ცვლილებები ბუნებაში და შეადარონ წელიწადის სხვადასხვა დროები ერთმანეთს.


3.პროექტის აქტუალობა:ხელოვნების საგნისადმი ინტერესი.ინტერნეტისა და დამხმარე ლიტერატურის საშუალებით მასალის მოძიება,პრეზენტაცია,დისკუსიის გამართვა ფოტომასალის შეგროვება.შეიქმნას სლაიდშოუ.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებს გაუჩნდეთ ინტერესი ხელოვნების გაკვეთილებისადმი,იცოდნენ მეტი ამ საგნის შესახებ. იმფორმაციის მოძიების პროცესში ისწავლონ წიგნზე მუშაობა. სხვადასხვა სახელმძღვანელოდან მოიძიონ წელიწადის დროებზე სურათები,გაანალიზონ და განასხვაონ ერთმანეთისაგან. შეაგროვონ მასალები გაზაფხულის შესახებ,(რითი განსხვავდება ეს დრო სხვა დროებისაგან,რომელი მცენარეები ამოდიან პირველად,რომელ ხეს გამოაქვს კვირტი ყველაზე ადრე,რომელი ფრინველები მოპრინავენ თბილი ქვეყნებიდან,რომელი ფერი ჭარბობს გაზაფხულზე,რომელი დგესასწაულები უკავშირდება გაზაფხულს,როგორ ემზადებიან სააღდგომოდ.)

5.მონაწილეთა ასაკი: 6-დან 7-წლამდე ასაკის მოსწავლეები.  I კლასი


6.ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე


7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ბავშვები გახდნენ აქტიურები, გაუჩნდათ ინტერესი  საგნის მიმართ,გააკეთონ ნახატებისა და სურათების ალბომები,პრეზენტაციები და ბლოგები. საკლასო ოთახი გაალამაზონ ყვავილებით.მოაწყონ ექსკურსია ბუნებაში დევიზით ,,დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ბუნებას’’
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ნახატები.
მუსიკალური ცენტრი.
კომპიუტერი.
ვიდეო მასალა.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეებთან ერთად ავირჩევ პროექტის სათაურს, თემის არჩევის შემდეგ კლასს გავყობ ოთხ ნაწილად. პირველ ჯგუფს დავავალებ სურათების მოძიებას გაზაფხულზე. მეორე ჯგუფს დავავალებ ლექსების მოძიებას.მესამე ჯგუფს-სიმღერებს,ხოლო მეოტხე ჯგუფს დაევალება აპლიკაციების გაკეთბა.ექსკურსიაზე ყოფნისას გამოვიყენებთ ვიდეო კამერას, სკოლაში გავაკეთებთ პრეზენტაციას და მოვაწყობთ გამოფენას. მოპოვებულ მასალებს განვათავსებთ ბლოგზე.


10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულსასწავლო გეგმასთან კავშირი:.ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაიღრმავებენ თავიანთ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს ხელოვნებაში, ბუნებაში, ქართულ ენაში, უცხოურ ენებში.


11.პროექტის ხელმღვანელი(მასწავლებელი):ხათუნა კოპაძე


12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:xatunakopadze@gmail.com


13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოკი:xatunakopadze.blogspot.com

1 comment:

  1. ერთად გავიარეთ ინტელის ტრენინგი წარმატებებს გისურვებ.

    ReplyDelete